კლასიკურ მეორე ტალღას შემოდგომაზე ველოდებით - ამირან გამყრელიძე:
კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები შემოდგომაზე ელოდებიან, როდესაც აცივდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ.
მისივე თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 864 შემთხვევაა, აქტიურია - 161, გამოჯანმრთელებული- 703, გარდაიცვალა - 14.
ავტორი: ნიუპრესი