|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხელების ცენტრში 6 საეჭვო სიმპტომების პაციენტს იკვლევენ

„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში 6 საეჭვო სიმპტომების პაციენტს იკვლევენ. პაციენტებიდან სამი აფხაზეთის მკვიდრია, მათ შორის ერთი 34 კვირის ორსული ქალბატონია, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებდა.

კვლევაზე მყოფი დარჩენილი სამი პაციენტი იმერეთის რეგიონის მკვიდრები არიან. მათ ცხელების ცენტრს საკუთარი სურვილით, ტემპერატურული რეაქციით მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს აქვს. საეჭვო პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ამ დროისათვის „კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში გამოკვლეული 300-ზე მეტი პირიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდგინდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა