|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კლინიკა "ბომონდში" აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა

 ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი თანმხლები დაავადებებით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
60 წლამდე ქალი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
 ცნობისთვის,  დღეს საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი გარდაიცვალა. 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი