|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის გამოძიებას მოითხოვს

მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს, - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“.  არასამთავრობო ორგანიზაცია მარტვილში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობის სასწრაფო და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.

მათი შეფასებით, ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები.

"მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", - წერს "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის".

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხეულის დაზიანების გარდა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას. სწორედ ამიტომ მიმართავენ საგამოძიებო უწყებას, დროულად შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები.

ავტორი: ნიუპრესი