|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ქართული ოცნების“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა (R)

კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა

 საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის ოფისს სტუმრობდა.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა წარმოების განვითარებასა და შემდგომში გაფართოების საკითხზე ისაუბრეს. ასევე , განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა. საწარმო ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებით საქმიანობას ეწევა. კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით). RMG-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება. „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ საქართველოში და ბოლნისის რაიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ორივე კომპანიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობს,რომელთა 90% ადგილობრივი მოსახლეა.

ავტორი: