კონკურსი ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის საშუალებით შერჩეულ ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს ექნებათ შესაძლებლობა 2015 წლის 16-19 ოქტომბერს დაესწრონ საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს Giffoni Georgia 2015.
ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ტარდება, მასში 7 ქვეყნის 500 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა. 4 დღიანი პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს. მოზარდები ფესტივალის დღეებში შეხვდებიან კინემატოგრაფიის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს.
ბმული:
გამომცხადებელი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
განაცხადის ბოლო ვადა- 25.09.2015
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა