"ნატოს" თემაზე გამართულ კონკურსში ქუთაისმა მეორე ადგილი დაიკავა
კონკურსი - „შეNს ქალAქს დაუTOვე“ დასრულდა. I ადგილზე გარდაბნისა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი ქუთაისმა, ხოლო III ზუგდიდმა დაიკავა.
ქუთაისში მონ პლერზირის ტერიტორიაზე ნატოს თემაზე კედელი გიორგი ყაველაშვილმა მოხატა.
კონკურსის ფარგლებში წინასწარ შერჩეული ობიექტები საქართველოს 10 ქალაქში -თბილისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, ოზურგეთი, მარნეული მოიხატა.
ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს.
ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართება.
გამარჯვებული მონაწილეები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ დააჯილდოვეს.
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები ბუდაპეშტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.
პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ტურისტული სააგენტოს თრეველ შოპის, კომპანია „კაპაროლისა“და შპს „შუხმანვაინს ჯორჯიას“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნა.
ავტორი: ნიუპრესი