კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ქუთაისელ სტუდენტებს ახალი პროექტი" სტუდენტები თვითმმართველობისთვის" გააცნეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა საზოგადოების, ქვეყნის განვითარების პროცესში. კონკურსისთვის რეგსიტრაცია 28 სექტემბრიდან დაიწყება:"რაც უფრო მეტის ტუდენტი ჩაერთვება პროექტში მით უფრო საინტერესო გამოვა. საბოლოო ჯამში 10 გამარჯვებული გაემგზავრება საზღვარგარეთ სტუდენტური თვითმმართველობის საკითხების შესასწავლად. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება",- განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო დოლიძემ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 4-6 კაციან სტუდენტურ ჯგუფებს. პირველ ეტაპზე მოხდება საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა, მეორე ეპატზე გუნდები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში პრობლემების კვლევას და ანალიტიკური დოკუმენტაციის მომზადებას დაიწყებენ, მესამე ეტაპი კი გულისხმობს კონცეპტუალური დოკუმენტის "მუნიციპალური განვითარების ხედვის" მომზადებას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდებზე: www. mokalake.ge, www.naec.ge
ავტორი: ანა ჯიქია