კონკურსი სტუდენტებისთვის-"კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა"
საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე – „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად". პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიაწოდონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: essay.pdo@gmail.com ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.
მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 22 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტელ.: +995(32) 2234499 / 2913814 / 577 79 99 95
ელ–ფოსტა: essay.pdo@gmail.com
ავტორი: ნიუპრესი