|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კორონავირუსი არ მქონდა და კარანტინში ტყუილად გადამიყვანეს"- წყალტუბოს "სათნოების სახლის" ბენეფიციარი

კორონავირუსი არ მქონდა და კარანტინში ტყუილად გადამიყვანეს - აცხადებს
წყალტუბოს "სათნოების სახლის" ბენეფიციარი, რომლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია 3 მაისს წინ გავრცელდა.  მარინა ბაკურაძემ მედიის წარმომადგენლებს თავად მიმართა და მის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება მოითხოვა.


მარინა ბაკურაძის თქმით, 27 აპრილს ტაქსით იმგზავრა, რომლის მძღოლსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან ურთიერთობის გამო კი კარანტინში გადაიყვანეს, აუღეს ანალიზი, ცხვირ-ხახიდან პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა სისხლით შემოწმების დროს მცირე ოდენობით ანტისხეულები დაუფიქსირდა.


მარინა ბაკურაძე ამტკიცებს, რომ მის სისხლში ანტისხეულები ჰეპატიტის დაავადებას უკავშირდება, რომელიც წლების წინ გადაიტანა. როგორც აცხადებს, ის საავადმყოფოშიც არ გადაუყვანიათ. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე აცხადებს, რომ მათ ბევრი ადამიანი ყავდათ სავარაუდო დადებითი დიაგნოზით, რომელთაც შემდეგ ვირუსი არ დაუდასტურდათ. გოჩა გიორგაძის თქმით, არც ამ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებს ეს ადამიანი, რადგან კარანტინში ყავდათ ადამიანები, რომლებიც სავარაუდო ინფიცირებულები იყვნენ. მისი თქმით, მარინა ბაკურაძის შესახებ მათგან ინფორმაცია არ გაჟღერებულა.


წყალტუბოს "სათნოების სახლის" ბენეფიციარის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ათი დღის წინ გავრცელდა, მასთან კონტაქტის გამო ანალიზები აუღეს მერიის და სათნოების სახლის თანამშრომლებს, ასევე ბენეფიცირებსაც.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა