კორონავირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა
კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს მონაცემები, რომელიც 26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა, იდენტურია წინა კვირის აღნიშნული მაჩვენებელის.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა.
მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115 მასწავლებელი იმყოფება.
სამინისტრო მოსახლეობას რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებს, რომ მოსწავლეებმა კვლავ სკოლის კედლებში შეძლონ სწავლის გაგრძელება.
ავტორი: ნიუპრესი