კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 245 დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან იმერეთში - 245 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 10 767-ს, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი, 8 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437.
3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25.
2 268 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში 4 112 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 868, აჭარაში-2 059.
სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861.
ავტორი: ნიუპრესი