|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი აღმოაჩინეს

ინგლისის რამდენიმე ნაწილში კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი აღმოაჩინეს.  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნებმა ოფიციალურად გასულ კვირას განაცხადეს.

მათივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი სწრაფად გავრცელებადია და ბევრ ქვეყანაში დომინატური ხდება. 

"დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი არა მხოლოდ სწრაფად გავრცელებადი, არამედ უფრო გადამდებია და ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი ხდება. გადადების რიცხვით ის ამარცხებს სხვა მუტაციებს", - ამბობს ბრიტანეთის სამთავრობო სამეცნიერო ოფისის ხელმძღვანელი, პატრიკ ვალასი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვარიანტის კვლევა უკვე დაიწყო - "ვირუსის ამ ვარიანტს - N501Y-ს უკვე იკვლევენ ჩვენი ვირუსის ევოლუციაზე სპეციალიზირებული ჯგუფები", - განაცხადა ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ.

ეპიდემიოლოგებისა და სფეროს ექსპერტების მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში რომელიც კორონავირუსის მუტაციებს ეხება, ვკითხულობთ, რომ მუტაცია N501Y ვირუსის იმ ნაწილზე ახდენს გავლენას, რომელიც პასუხიმგებელია მისი ადამიანის სხეულში განთავსებაზე. შესაბამისად, СOVID-19-ის ეს ვარიანტი 0.4-ით მეტ ადამიანს დააავადებს, ვიდრე ჩვეულებრივი. 

რეალურად, კორონავირუსის ამ ვარიანტმა გავრცელება სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ნოემბერში ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 28% სწორედ ამ შტამის მატარებელი იყო, დეკემბერში კი ამ რიცხვმა 62%-ს მიაღწია. 

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი არ არის და მოლოდინი აქვთ, რომ Pfizer/BioNTech--ს ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში მოქალაქეები 8 დეკემბრიდან  იცრებიანამ ვარიანტზეც იმოქმედებს. 

ავტორი: ნიუპრესი