|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსს ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსს ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ახალი ნამშობიარები იყო. ის კლინიკაში სამეგრელოდან გადაიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი