"ჩემთვის პატივია ქუთაისის საკრებულოში წარმოვადგენდე ჩვენს ამომრჩეველს"-კოტე რატიანი
ქუთაისის საკრებულოს ახალი წევრი კოტე რატიანი დაემატება. ის "ევროპული საქართველოს" წევრს თემურ მეშველიანს შეცვლის.
"ჩემთვის პატივია უდიდესი ტრადიციების ქალაქის საკრებულოში წარმოვადგენდე ჩვენს ამომრჩეველს. ვიქნებით ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ოპონირებისათვის, იქნება საქმიანი წინადადებები, თუ კი გაითვალისწინებენ, ვიქნები მოხერული, რომ ამ ქალაქს, რომელსაც წაართვეს საპარლამენტო სტატუსი და განვითარების პერსპექტივა, რაიმე მაინც გაუკეთდეს", -განაცხადა კოტე რატიანმა.
მისი თქმით, საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში მუშაობას აპირებს. აღნიშნავბს, რომ მისი გამოცდილების გათვალისწინებით ნებისმიერ კომისიაში შეძლებს მუშაობას.
შეგახსენებთ, სხვადასხვა წლებში კოტე რატიანი ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს იჭერდა, ასევე ხელმძღვანელობდა ასევე შესყიდვების და საგადასახადო სამსახურებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე