|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდი არსად წასულა და უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება – თენგიზ ცერცვაძე

კოვიდი არსად წასულა და სავარაუდოდ, კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება. 

„მთელ მსოფლიოში გრძელდება COVID ახალი შემთხვევების (დღეში მილიონამდე) და გარდაცვალების (დღეში 2 000-ზე მეტი) შემთხვევების მატება. COVID ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება საქართველოშიც (დღეში 1500-1700 ახალი შემთხვევა), მაგრამ საბედნიეროდ, COVID გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. კერძოდ, ბოლო ოთხი თვის და ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა