|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა.

 საგამოძიებო სამსახურიის ინფორმაციით, ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა.  თანხის მიღების შემდეგაც  მათ ბანკის დავალიანება არ დაფარეს. 


საქმებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში,  კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზეა დაწყებული.

ავტორი: ნიუპრესი