კრისტიან დანიელსონი მედიაციის პროცესს 29 მარტიდან განაახლებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.
როგორც ცნობილია, პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.
სავარაუდოდ, პოლიტიკოსი ქვეყანაში 3 დღე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.
ავტორი: ნიუპრესი