|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლადო ასათიანის თანაკურსელები"-უნიკალური ალბომის პრეზენტაცია

 "ლადო ასათიანის თანაკურსელები"-უნიკალური ალბომის პრეზენტაცია პროფესორმა მადონა მეგრელიშვილმა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გამართა.

მადონა მეგრელიშვილის განცხადებით, მის ოჯახში დაცულია ლადო ასათიანის კურსელების ალბომი, მან პოეტის ცხოვრების მეტ-ნაკლებაც  ცნობილ ფაქტებსა  და იმ ადამიანების გარემოცვაზე ისაუბრა, რომელთა შორისაც ლადოს ცხოვრების გატარება მოუხდა. 

"წელს ლადოს დაბადებიდან 100 წელის სრულდება, ამ საიუბილეო თარიღს  მიეძღვნა ეს ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს იმ დროს 1934-38 წლებს, როდესაც ლადო ჩვენს ინსტიტუტში სწავლობდა, მამაჩემი იყო მისი კურსელი და ჩვენ სახლში გვაქვს იმ პერიოდის ფოტო ალბომი, როდესაც ინსტიტუტი დაამთავრეს"-განაცხადა მადონა მეგრელიშვილმა.

პროფესორის თქმით, პოეტი მის სიცოცხლეში დიდად დაფასებული არ ყოფილა, 1938 წელს დაუჭირეს დედა, რასაც მისი ინსტიტუტიდან გაშვება მოყვა, რაც ამავე დროს შესაძლოა, პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უკავშირდებოდა. 

მადონა მეგრელიშვილის თქმით, გამოსაშვებ საღამოზე პოეტს სპეციალურად არ ჩუცვამს თეთრი პერანგი და პროტესტის ნიშნად არც ჰალსტუხი გაუკეთებია.

ღონისძიების მეორე ნაწილი მადონა მეგრელიშვილის საქმიანობას მიეძღვნა. წერეთლის უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნინო ნიჟარაძემ, თამარი კობეშავიძემ  და მაია ალავიძემ წარმოადგინეს ალბომი:  "ქუთაისი- ნიუპორტი - მეგობრობის ფესტივალი", აღნიშნეს იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რაც ამ ქალაქების დამეგობრებაში მადონა მეგრელიშვილს მიუძღვის.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა