|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლეჩხუმში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)

კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი დასრულდა და შედეგებიც უკვე შეჯამებულია.  სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ლეჩხუმში რთველი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონში ყურძენი გვიან მწიფდება, რთველიც გვიან დაიწყო.  კომპანიების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, ცოლიკაურისა და ოჯალეშის სახეობებზე ფასი 1.20 ლარიდან - 1.80 ლარამდე მერყეობს. ხოლო გაცლებით მაღალია ფასი უსახელაურის ჯიშის ყურძენზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველს წარმატებულად აფასებს.

„რთველი, ფაქტობრივად დასრულდა. ყურძნის კრეფა გრძელდება დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში - ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია და აჭარა. წლევანდელ რთველზე შეიძლება ითქვას, რომ ის იყო წარმატებული, რადგან, პირველ რიგში, ის ჩატარდა ორგანიზებულად. მევენახეებმა მიიღეს კარგი შემოსავალი, იმაზე მეტი, რაც იყო დანახარჯები ყურძენზე და რაც მთავარია, გადაუმუშავებელი ყურძენი არ დარჩენილა. მოსავალი ხარისხობრივად და რაოდენობრივად იყო საკმაოდ კარგი,“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

„წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს.  რთველი ლეჩხუმში დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება და საბოლოო შედეგებიც მერე შეჯამდება. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ რთველი წარმატებით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია და გლეხებიც შეუფერხებლად ახერხებენ მოსავლის ჩაბარებას“, - აღნიშნა „რთველი-2015“ საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მერაბ შენგელიამ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა