"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში 5 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
ქუთაისის # 59 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
"ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის სამსონ გუგავას განცხადებით, მათ საქალაქო სასამართლოს 5 უბნის შედეგების გაუქმების მოტხოვნით მიმართეს.
სასამართლოს მივმართეთ და კონკრეტული უბნების #27, #40, #80, #87, #120-ს შედეგების გაბათილებას ვითხოვთ, პირველ ოთხ შემთხვევაში ბალანსი მეტობითაა, რაც გულისხმობს რომ ჩაყრები განხორციელდა, ამ დარღვევის გამოსასწორებლად ოლქმა დარღვევით შეადგენინა შესწორების ოქმები. ხოლო # 120 უბანზე თვალნათლივ ეტყობა, გადასწორებულია ოქმი და აქაც მეორე დღეს გაასწორეს კანონდარღვევით, რაც ბათილობის საფუძველია"-განუცხადა ნიუპრესს სამსონ გუგავამ.
სარჩელს ქუთაისის სასამართლო ხვალ 14.00 საათზე განიხილავს.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა გოგი წულაიამ "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" მერობის კანდიდატმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაამ "საია".
ავტორი: ირინა მაკარიძე