"ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე 30-მდე პირმა ცემა
ხმაური იყო ქუთაისში 37-ე საარჩევნო უბანზე. "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი ცემდა და სახეზე დაზიანება მიიღო.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
მომხდარში თავად "ლეიბორისტულ პარტიას" ადანაშაულებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათი თქმით, პროვოკაცია "ლეიბორისტებმა" მოაწყვეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი