"ლელომ" ქუთაისის დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარადგინა
პოლიტიკურმა პარტიამ "ლელოს საქართველოსთვის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ოფიციალურად წარადგინა. მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა.
ხაზარაძის თქმით, ქუთაისს ყავს გამორჩეული კანდიდატი და აქვთ გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ქუთაისის განვითარება. ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა ანა ნაცვლიშვილმაც.
“მე მაქვს, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაიქცეს ქუთაისი ქალაქად, საიდანაც ადამიანები კი არ მიდიან, არამედ ქალაქად, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და ბრუნდება აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრება. როგორ უნდა დაბრუნდეს ქუთაისი მსოფლიო რუკაზე და გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი