„ლეონარდო და ვინჩი“ - მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი იწყება
„ლეონარდო და ვინჩი“ - მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი იწყება. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2015 წლის კონკურსში გამარჯვებულ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leonardo2015@rustaveli.org.ge. საკონკურსო კომისია წარდგენილ საგანაცხადო ფორმასა და კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:rustaveli.org.ge
ავტორი: ანა ჯიქია