ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო (R)
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნენ.
კომპანია „ჯეოდემოს“ საწარმოსოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 150 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, აქედან 294 167 აშშ დოლარი გრანტი, ხოლო 367 709 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
შპს„ჯეოდემოს“საწარმოში 90 ადამიანია დასაქმებულია. კომპანია წელიწადში 550 ტონა დაკალიბრებული თხილის გულს აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.
უახლოეს მომავალშიკომპანია „ჯეოდემოს“სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა ხოლო დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა კომპანიამ თავად უზრუნველყო. შპს ,,ჯეოდემო“დაახლოებით 3 კვირაში სერტიფიკატს უკვე მიიღებს.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნითსხვადასხვა პროექტს ახორციელებს.ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 153 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი საწარმო და გაფართოვდა 36 საწარმო.
ავტორი: ნიუპრესი