|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Liloshop- თუ საცურაო აუზს ეძებთ

საცურაო აუზი ზაფხულისთვის შეუცვლელი ატრიბუტია, რომელიც მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებაში და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ. თუ ზღვაზე დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ აუზის შერჩევისთვის ყველაზე სწორი დროა.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ არაერთი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ლილოშოპში საცურაო აუზების ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი, სადაც თქვენი ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით ოპტიმალური მოდელის შერჩევა მარტივია.

რა უნდა გაითვალისწინოთ აუზის შერჩევისას

სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გარეშე, კარკასული და გასაბერი აუზების მონტაჟი მარტივი და ეკონომიურია, რის გამოც მსგავს მოდელებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.  გასაბერი აუზები მოცულობის, აღჭურვილობისა და გამძლეობის მიხედვით განსხვავდება. საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო ქსელში წარმოდგენილია:

  • კარკასული აუზი (ფილტრით და ფილტრის გარეშე);
  • კარკასული აუზი ფილტრით და კიბით;
  • სრული კომპლექტაციით აღჭურვილი კარკასული მოდელი;
  • კარკასული აუზი ქვიშის ფილტრით;
  • გასაბერი აუზი ფილტრით;

მსგავსი ტიპის მოდელების დემონტაჟი ზამთრის პერიოდში მარტივია, რაც ზოგავს დროს, თავიდან გაცილებთ ნალექებისგან მიყენებულ ზიანს და მარტივად იცავთ მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოებას. ლილოშოპში კარკასული და გასაბერი აუზების ფასები თითქმის ყველა ტიპის ბიუჯეტზეა გათვლილი და 295 ლარიდან 6200 ლარამდე მერყეობს. აუზის სტრუქტურის, ზომისა და გამოყენებული მასალის შესაბამისად ფასი იზრდება. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების შესაბამისად, თქვენ ყველაზე ხელსაყრელი არჩევანის გაკეთებას მარტივად შეძლებთ.

 

რა უპირატესობები ახასიათებს გასაბერ და კარკასულ აუზებს?

გასაბერი აუზი კარკასულთან შედარებით ბევრად იაფია, ამიტომ თუ მცირე ზომის, შედარებით ეკონომიურ მოდელს ეძებთ, არჩევანი სწორედ მასზე უნდა შეაჩეროთ. ის თქვენს ბაღში მცირე ადგილს იკავებს, თუმცა მეტ მოფრთხილებას საჭიროებს. საბავშვო მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი და მარტივად დასამონტაჟებელი სტრუქტურა გასაბერი აუზების პოპულარობას განაპირობებს.

კარკასული აუზის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორის გამოიყოფა:

  • გამძლე მასალა/კედლები;
  • დიდი ზომის მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • მრავალმხრივი ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც ჩაშენებული აუზის მსგავს ეფექტს ქმნის;

კარკასული მოდელები შედარებით უფრო დიდ ადგილს იკავებს და მაღალი ღირებულებისაა, თუმცა მთელი ოჯახის სასიამოვნო დასვენებისთვის იდეალური ვარიანტია. წყლის პროცედურები განსაკუთრებით ბავშვებს აბედნიერებს და ორგანიზმის გასაჯანსაღებლადაც აუცილებელია, ამიტომ ცხელი სეზონისთვის საცურაო აუზის შეძენას ნუღარ დააყოვნებთ. მოემზადეთ დროულად, შეარჩიეთ ასაწყობი და გასაბერი აუზები ლილოშოპში და მოემზადეთ დაუვიწყარი ზაფხულისთვის.

 

ავტორი: ნიუპრესი