ლიტერატურული პრემიის „საბა“ 2017 წლის გამარჯვებულები
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. 11 ნომინაციაში 47 შერჩეული ნომინანტიდან საუკეთესოები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას გადაეცა.
წლის საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“
წლის საუკეთესო პიესა - ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის
საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ანდრო ბუაჩიძე - „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის "სად ხარ, ლაზარე..."
მკითხველის რჩეულის ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი - ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დაფუძნდა.
ავტორი: ნიუპრესი