მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ - ნინო ლომჯარია
მიხეილ სააკაშვილს მე-12 დაწესებულებაში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ აცხადებს.
"მისი თქმით, ის მისი ნების საწინააღმდეგოთ მოიყვანეს აქ. მან იცოდა, რომ მიდიოდა სამოქალაქო კლინიკაში, ასევე ამბობს, რომ ძალის გამოყენებით შეიყვანეს, უშუალოდ მე-18 დაწესებულებაში. რა მოხდა ზუსტად და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დააადგენს", - განაცხადა ლომჯარიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ტექნიკის დაზიანების შესახებ ინფორმაციას, ლომჯარია აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულებაში მას განუცხადეს, რომ ტექნიკა არის დაზიანებული.
"მე არ მინახავს, თუმცა პერსონალი აცხადებს, რომ გარკვეული სამედიცინო ტექბიკა არის დაზიანებული", - განაცხადა ლომჯარიამ.
ავტორი: ნიუპრესი