|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლუსტრაციის კანონი, რაც შეიძლება სწრაფად! - მამუკა ხაზარაძე

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 
"ლელოს" თავმჯდომარის თქმით არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწი სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს.
 
"ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები.  
ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას
კანონით გაფორმება სჭირდება..
არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე, 
ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!!", - წერს ხაზარაძე. 
 
ლუსტრაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით "ლელოს"  მოთხოვნა ადრეც ჰქონდა, პარტიას მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა