"მადლიერების სახლში" ერთი ადამიანის გამოკვებაზე 2 ლარი და 25 თეთრი იხარჯება
მერის ხელფასი 5500 ლარი გახდა, უმწეო ადამიანის კვებისათვის კი თვეში 67 ლარი გამოყოფილი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუაშანია აცხადებს, რომელმაც ბრიფინგი "მადლიერების სახლთან" გამართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვების მოსამზადებლად ახალი ტარიფი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ხორციანი სადილის მომზადება 2022 წელს თითქმის შეუძლებელი იქნება.
"ქუთაისის მერმა, პირველი, რაც გააკეთა, გაიორმაგა ხელფასი და 5 500 ლარი გაიხადა. მთელს ქუთაისს ეწუწუნება, რომ თურმე ეს ხელფასი საკმარისი არ არის და უფრო მეტი უნდა ჰქონდეს. უფასო სასადილოებში 800-მდე ყველაზე გაჭირვებული ადამიანის გამოკვებაზე დღეში იხარჯება 2 ლარი და 25 თეთრი, ეს მცირედი მატება ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის რომ გაუმჯობესდეს მენიუ, რადგან ფასები კატასტროფულად იზრდება, შიგნით არსებული უმძიმესი სიტუაციის გამოვერ ხერხდება ამ ადამიანების ადგილზე გამოკვება", - განაცხადა შუშანიამ.
მადლიერების სახლში აცხადებენ, რომ ბენეფიციარებისათვის კალორიული და მრავალგფეროვანი საკვები მზადება.
ავტორი: ნიუპრესი