|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს, ქართულ ოცნებას"

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, ვინც გვერდზე დაუდგა სოსო ხახალეიშვილს, ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. 

"პირველ რიგში , მე დავიწყებ სამადლობელით ჩემი გუნდის მიმართ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, ვინც გვერდზე დაუდგა სოსო ხახალეიშვილს, ქართულ ოცნებას,  ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ გუშინ და ეს გამარჯვება უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია ცესკოს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებით. ასევე მინდა მადლობა გადახგიხადოთ თქვენ, მედიას კრიტიკისათვის, თნამშრომლიბისათვის. და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მომავალი დრეებიდამ უკვე გვექნება ძალიან აქტიური და პოზიტიურიტანამშრომლობა, ისევე როგორც ეს იყო, გქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება...  რა თქმა უნდა, ამ შედეგს ველოდი,  დღეს ქუთაისში არის "ქართული ოცნების" უმრავლესობა საკრებულოში, ასევე ქვეყნის მასშტაბით 47 პროცენტი მიიღო ქართულმა ოცნებამ და "რეფერენდუმთან" დაკავშირებით კითხვის ნიშანი მოხსნილია, ასევე მივიღეთ გამარჯვება 20-დან 19 ქალაქში მეორე ტურში.  რა თქმა უნდა,  ის სხვაობა, რომელიც 1200 ხმას წარმოადგენდა პირველი ტურის  შემდეგ მეორე ტურში 3 ათასი ხმით მოვუგე ჩემს ოპონენტს" - განაცხადა ხახალეიშვილმა. 

ცესკოს მონაცემებით, მეორ ტურში  "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმათა  51, 64% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ - 48, 35%.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა