მაგისტრალის მშენებლობის გამო დაზარალებულმა მოსახლეობამ ზესტაფონში აქცია გამართა
ზესტაფონში, ბატონიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მაგისტრალის მშენებლობის გამო აფეთქებითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც ბოლო დღეებია დასახლებაში მეწყერი რამდენჯერმე ჩამოწვა.
მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ აფეთქებები იმდენად ძლიერია, რომ დაბზარულია საცხოვრებელი სახლების კედლები და ცხოვრება მათთვის სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება.
ზესტაფონში აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელისუფლებას ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა