მაგნოლია, რომელიც ქუთაისის სიმბოლოდ იქცა
წითელ ხიდთან აყვავებული მაგნოლიის ხის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. გაზაფხულის დადგომისთანავე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ამ ხის ფოტოები ვრცელდება, რომლებსაც უამრავი გაზიარება, მოწონება და კომენტარი აქვს:
"ქუთაისი რა იქნებოდა ამ ხის გარეშე", "ეს ხე ქუთაისის ხნისაა", "გულს რომ გაგითბობს და სიყვარულით აგივსებს, ისეთი ფოტოა", "ჩვენი მაგნოლია არ იყიდება"...
სოციალური ქსელის მომხმარებლები მიმდებარე, რიონის პირას არსებულ ძველებურ სახლებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მათ რეაბილიტაციასა და ამ სახით შენარჩუნების აუცილებლობაზე წერენ.
აღნიშნული ფოტო კი, რომელმაც განსაკუთრებით ბევრი მოწონება და "სიყვარული" დაიმსახურა, ჯონი ჭელიძეს ეკუთვნის.
ავტორი: ირინა მაკარიძე