|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა.

პრეპარატი გათვალისწინებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

„მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Bavarian Nordic აცხადებს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ვაქცინა ექნებათ მზად.

„მაიმუნის ყვავილს“ წელს აფრიკაში სულ მცირე 643 ადამიანი შეეწირა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა