"მაქვს იმის ცოდნა და გამოცდილება, როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქები და სოფლები, რომ მიმზიდველი გახდეს" (R)
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გორდის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ტურისტული თავლსაზრისით გორდი ერთ-ერთი მოთხოვნადი ადგილია, რომლის მიმართაც დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება, სოფელს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომელიც სწორად უნდა იქნას დაგეგმილი და გამოყენებული“-განაცხადა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილმა მათ დეტალურად გააცნო ის გეგმა, რომლის საშუალებითაც სოფელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. „ კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ გორდში, აღსადგენია დადიანების სასახლე, სადაც ახალგაზრდული ბანაკები განთავსდება.მაქვს იმის ცოდნა და გამოცდილება თუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქები და სოფლები ისე, რომ მიმზიდველი გახდეს. ტურიზმის განვითარებით, სოფლის მოსახლეობას ექნება გაცილებით მეტი შემოსავალი რაც მათ ფინანსურ მგდომარეობას გააუმჯობესებს.“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ გორდში გამართულ შეხვედრაზე.
ავტორი: ნიუპრესი