|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება მოხდა

ჭიათურელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს.  დარკვეთის მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების მიღწევა მოხდა, რის შედეგადაც გაფიცვა შეწყდა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, დარკვეთის მაღაროში დასაქმებულები მუშაობის ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადავლენ და მათი სამუშაო გრაფიკი 12 საათით განისაზღვრება.

ცნობისთვის, ჭიათურაში სულ 13 მაღარო იყო გაჩერებული.  კომპანიის გადაწყვეტილებას  1700 მაღაროელი ელოდა. 

ავტორი: ნიუპრესი