მეთევზის გადარჩენის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
მეთევზე, რომელიც წყლიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა უსაფრთხოდ ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში ლიტოფონის ქარხნის მიმდებარედ მეთევზე მდინარიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველები მეთევზის ამოყვანა მას შემდეგ მოახერხეს, როდესაც დამატებითი ჯგუფი გამოიძახეს, რომელიც სპეციალური ტექნიკით იყო აღჭურვილი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















