|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მახსოვს პატრიარქის სურათი წარწერით - "ეკლესია, ხმა ამოიღე!"

"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ხაზარაძე პატრიარქის დაბადების დღეს ფეისბუქსტატუსით ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დროს  ეკლესია კანონიერი ხელისუფლების მხარეს არ დადგა.

 "მე, რა მახსენდება იცით? 1992 წლის იანვრის შუა რიცხვები იყო, ხუნტის ხელშია საქართველო და მშვიდობიანი მსვლელობაა თბილისში, ხალხის ნაკადს თვალს ვერ მიუწვდენდა კაცი. ტრანსფარანტები ეჭირათ: "ძირს ხუნტა", "გაუმარჯოს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას" და ასევე იყო ტრანსფარანტი, რომელზეც ილია მეორეს სურათი იყო და ზედ ეწერა: "ეკლესია, ხმა ამოიღე!"
მერე მახსოვს, ქალაქ თბილისის კომენდანტი, "დიდი პიროვნება" და "დიდი ქართველი" გელა ლანჩავა, რომელიც ცინიკურად ელაპარაკებოდა კამერების წინ, თავის კაბინეტში, ერთ-ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს: "როგორ გელაპარაკო, პატრიარქის კრიტიკული მოსაზრებების კაცს, შენ რა კაცი ხარ"-ო...

მე, გული მწყდება მაშინდელ სიტუაციაზე და პოზიციაზე, ერთ მხარეს რომ ხუნტა, გელა ლანჩავა და პატრიარქი იდგა და მეორე მხარეს ერის სწორი და დიდი ნაწილი ეკლესიის გარეშე...

თქვენ, არ ვიცი რა გახსოვთ და მე, ეს, კარგად მახსოვს..."- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნიუპრესი