მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, შესაძლოა, არ გაუქმდეს
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა, მომავალი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ გაუქმდეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი არ იზიარებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც მაჟორიტარული სისტემნის გაუქმებას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, გუნდში კომპრომისულ ვარიანტებს განიხილავენ. "საზოგადოებრივის" ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპრომისული ვარიანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდეს და ეს სისტემა 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს.
არ არის გამორიცხული, ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, მას შემდეგ გააკეთოს განცხადება, რაც ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ავტორი: ნიუპრესი