|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მცდარი გზავნილია, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია"

ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არ უერთდება "ევროპული საქართველო" და აცხადებს, რომ მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია და პირდაპირ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა - ისინი ერთი მხრივ, საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ, კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ," - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა 10 ოპოზიციური პარტიის განცხადება, სადაც საუბარია პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირების შესახებ. 

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც 28 აპრილს ვანსა და ხონში გაიმართება, დეპურტატის მანდატისათვის პრეტენზიას 9 კანდიდატი აცხცადებს, მათ შორისაა "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა. მისი მთავარი კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

ავტორი: ნიუპრესი