|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცირე და საშუალო მეწარმეები, იურიდიული თუ ფიზიკური პირები იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, დროებით უნდა შეწყვიტოს მუშაობა ყველა სხვა სახის დაწესებულებამ და ობიექტმა.

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ამ ობიექტებს დროებით შეუჩერდებათ საიჯარო გადასახადი. 

„კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან და საშეღავათო პერიოდის დეტალებს გააცნობენ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა