|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ქალაქში, ე.წ. წითელი ხიდის ტერიტორიაზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაიგონეს, ხიდის ქვემოთ, მდინარეში მყოფი ადამიანი შველას  ითხოვდა, რის შემდეგაც სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

 შსს-ში აცხადებენ, რომ ძებნას წყვეტენ, რადგან მდინარეში ადამიანის ყოფნა არ დასტურდება. 

ავტორი: ნიუპრესი