|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე მივმართვ ქართველ ხალხს და არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში - მიხეილ სააკაშვილი

მე მივმართვ ქართველ ხალხს და არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  სასამართლო პროცესზე მოსამართლე  ნინო ჩახნაშვილს განუცხადა, რომელმაც მას უთხრა, რომ მიმართვისას მოსამართლეების მხარეს გაეხედა.

მოსამართლის რეპლიკაზე, რომ ის სასამართლო დარბაზში იმყოფება, მესამე პრეზიდენტმა მოსამართლეს განაცხადა, ის ვერ ასწავლის,  სად არის და რატომ, რადგან ეს დარბაზიც მისი აშენებული და ეს გალიაც, რომელშიც იმყოფება და რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში და რაც ჯერ არ გაუფუჭებიათ, მისი გაკეთებულია. 

„მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს.

მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია.

ყველაფერი, რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა