„მე ვაპირებ ვიყო მსახური ხალხის, ეს არის ყველაზე საპატიო პოლიტიკოსისთვის”(R)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, სანზონაში, კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
"ყველა კარს შევაღებ და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქისა და სანზონის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ავტორი: ნიუპრესი