|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის " (R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური და ბაილეთი) მოსახლეობას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

„ მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ეკონომიკურად სტაბილურ და მშვიდ სახელმწიფოს, რომელიც თქვენს ოჯახებს მისცემს ეკონომიკური წინსვლის საშუალებას. ახალი ინფრასტრუქტურა სოფლებში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი სოფლის მეურნეობა - ეს არის ჩვენი გეგმები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“-  განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუდმივ ურთიერთობას შეინარჩუნებს სოფელთან, რათა პროგრამა, რომელიც აქვს  ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდს, დროულად შესრულდეს და შედეგი ყველა ოჯახმა დაინახოს.​

ავტორი: ნიუპრესი