|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე ვიქნები მოძრავი მერი" - ზვიად ბაღდავაძე

ვაგრძელებთ ქუთაისის მერობის კანდიდატების მკითხველისათვის გაცნობას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე - ერთობა - ახალი საქართველო"-ს მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატთან.  "ნიუპრესი" ზვიად ბაღდავაძეს ესაუბრა.

-რა არის ქალაქის მთავარი გამოწვევა და რა უნდა შეიცვალოს?

-პირველ რიგში, ქალაქის მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს, რომელიც არის საბჭოთა გადმონაშთი.  მახსოვს მას ჩემს ბავშვობაში აღმასკომი, ქალაქკომი და მსგავსი სისულელეები ერქვა. არაფერი შეცვლილა, გარდა სახელისა. თანამედროვე სამყაროში სირცხვილია ასეთი მმართველობა.  ერთი ტელეფონის გამოყენებითაა ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

-როგორ აპირებთ სისტემის შეცვლას?

-სისტემის შეცვლა შესაძლებელია კონკრეტული პროგრამითა და პროექტებით, რომლებიც გვაქვს.  ეს იქნება იუსტიციის სახლების ტიპის მმართველობა - ერთი ფანჯრის პრინციპით და 6 თვეში სრულად არის შესაძლებელი ამ ტიპის სისტემაზე გადასვლა. იმ ტერიტორიის გასხვისებება მოხდება, სადაც ადგილობრივი თვითმმართვლობებია და შეიქმება სულ სხვა თანამედროვე სამსახური. მერიაში აუცილებელია საკადრო ცვლილებები და კადრების შემცირება, რასაც თვითონ აცხადებდა "ოცნება", როცა ოპოზიციაში იყო. ისინი ამბობდნენ, რომ მოსახლეობა კონკრეტული პარტიის მხარდამჭერებს უხდის ხელფასს, თუმცა დღესაც იგიც არ არის საჭირო 600 თანამშრომელი მერიაში. საქართველოს სამართავად პარლამენტში თურმე საჭიროა 150 დეპუტატი და ქუთაისს 600 არ ჰყოფნის.

 

-თქვენი მერობის კანდიდატად წარდგენისას თქვენმა ლიდერმა აქცენტი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე გააკეთა, როგორ აპირებთ  ამის გაკეთებას? 

-  ქალაქის თვითმმართველობას რაც შეუძლება გააკეთოს, ეს არის მასწავლებლების გადახალისება. მასწავლებელში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მომგებიანია.  ერთ თაობაზე მორგებული სისტემა არასდროს იქნება ეფექრური. მასწავლებლები უნდა იყვნენ დაფასებულები და ისეთები, რომ ბავშვებს სწავლა მოუნდეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მასზე ზრუნავენ.

 

-რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი და მოსალოდნელია თუ არა ქუთაისში მეორე ტური?

- მეორე ტური, სავარაუდოდ, უნდა იყოს. ძალიან დიდ პატივს ვცემ პიროვნულად ყველას,  ჩვენ წლები გვაკავშირებს მეგობრობის და ურთიერთობის, ბევრჯერ გვისაუბრია ქალაქის პრობლემებზე. არცერთი ყოფილა ჯერ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობზე, რომ მათი მუშაობა ცუდად შეგვეფასებინა.  მთავარი კონკურენტი მოქმედი ხელისუფლებიდანაა.  ისინი ცვლიან კანდიდატებს და არა მიდგომებს. წავა ერთი მოვა მეორე და ამით არაფერი იცვლება.

 

-როგორი მერი იქნება ზვიად ბაღდავაძე?

ზვიად ბაღდავაძე იქნება კრეატიული მერი, კრეატიული მენეჯერი. ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყე და ზუსტად ვიცი, რა ხდება თუნდაც დასუფთავების სამსახურიდან დაწყებული მაღალი ეშელონებით დამთავრებული, თითეული პოზიციაზე მყოფი ადამიანების პრობლემები ვიცი. ის პრობლემებიც ვიცი, რომლებსაც ხელისუფლება  უნდა აგვარებდნეს, მაგრამ  და არ აგვარებს. მე ვიქნები მოძრავი მერი, თითეულ მათგანს გავესაუბრები.

 -ამომრჩეველმა რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

- ეს ყველაფერი, რაც ბოლო 27 წელია გრძელდება,  უნდა შევცვალოთ. ნგრევა უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ ინერციით და იმით, რომ ერთმანეთი გაგვაქვს. უფასო ფულის სესხებამ გაგვატანინა თავი.

-დამარცხების შემთხვევაში რჩებით თუ არა აქტიურ პოლიტიკაში?

 -სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა