|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა "ნაბეღლავის" საწარმო დაათვალიერეს

16 -17 ივნისს გურიაში ნაბეღლავის მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის დათვალიერებისა და იქ მიმდინარე საწარმო პროცესის გაცნობის საშუალება მიეცათ.

ქარხანა მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, იგი გურიის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ბიუჯეტს.

ქარხანა მინერალური წყლის "ნაბეღლავისა" და წყაროს წყლის "ბახმარო"-სთან ერთად, ავსტრიული კომპანიის "რაუხი" წვენებს და სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს.

ნაბეღლავის" პროდუქცია  ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში  გადის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წვრთნების დროს ამერიკის ჯარი სწორედ ამ ქარხნის პროდუქციით მარაგდება.
 
მნიშვნელივანია, რომ ქარხანა იყენებს განახლებად ენერგიიას, ის Greenfield-ის პროექტს წარმოადგენს, რაც ეკოლოგიურ წარმოებასა და ბუნებისადმი ნაკლები ზიანის მიყენებას გულისხმობს.
 
მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გურულების სტუმართმასპინძლობაც იგემეს.

მედიატური   www.gurianews.com ორგანიზებით მოეწყო.
 
 
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა