|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე არ გამოცხადდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მიზეზი მოწმის გამოუცხადებლობა გახდა.

მოსამართლის მურთაზ კაპანაძის თქმით, რადან მოწმემ მისვლაზე უარი განაცხადა, ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ და პროცესი 1 ოქტომბერს განახლდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმე უნდა დაეკითხათ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წამში მივიდა.

მოწმე სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებს, რის გამოც პროკურატურამ სასამრთლოს მოწმის იძულების წესით მიყვანის შუამდგომლობით მიმართა.

 შეგახსენებთ,  საქმე 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი