"მერიის თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებიან, შვებულებაში არიან"
"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციაზე დასასწრებად მესხიშვილის თეატრში სამუშაო საათების დროს მერიის, ააიპების და გუბერნიის თანამშრომლები იმყოფებიან.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებიან, ერთი დღით შვებულებაში იმყოფებიან და არ არღვევენ კანონს.
"მერიის თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებიან, შვებულებაში არიან, მეც შვებულებაში ვარ და შეგიძლიათ, ინფორმაცია გამოითხოვოთ", -გვიპასუხა მერიის პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის რეგიონალური კონფერენცია ქუთაისში 15.30 საათზე დაიწყება, კონფერენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი