|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესამე ძალამ ქუთაისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა" ქუთაისის მერობის  და საკრებულოს დუტატობის კანდიდატები წარადგინა. 

ქუთაისის მერობისათვის "მესამე ძალის" სახელით ანდრო ლოსაბერიძე იბრძოლებს, რომელიც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ადგილობრივებს წარუდგინა. 

 მერობის კანდიდატის თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს რეალურად თვითმმართველი ქალაქი.  

 "ჩვვენ აუცილებლად შევძლებთ დავუბრუნოთ ქალაქს საპარლამენტო სტატუსი. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი არ იყოს შემყურე თბილისიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე, არამედ ქუთაისელების გადახდილი გადასახადებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩეს ამ ქალაქში  და ჩვენ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქყუთაისელებმა გადავწყვიტოთ, თუ როგორ განვკარგოთ ეს თანხა", - განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ. 

რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, 

ქალაქ-მუზეუმში ანა სირბილაძე, პროფესიით ექიმი წარადგინეს, 

უქიმერიონში - ოთარ კაჭკაჭიშვილი - ენერგეტიკოსი, 

სულხან- საბა - ვაკისუბანში -  ვლადიმერ ხმელიძე,  მუშაობდა ადმინისტრაციულ ერთეულში. 

გამარჯვების ერთეულში  საკრებულოს დეპუტატის მანდატისათვის კობა გურული, ბიზნესნენი იბრზოლებს, 

საფიჩხია - კახიანაური - ხათუნა ხურციძე - ეკონომისტი, 

ავტოქარხანაში - დავით აბულაძე, 

ნიკეა-ძელქვიანში კი - გიორგი ქათამაძე. 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა